Ethnoglobus » КУЛЬТУРА » დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია

დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია

დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია
КУЛЬТУРА
Ethnoglobus.Az
Фото: Ethnoglobus
10:57, 03 noyabr 2025
788
0
„როგორც მუსიკაა ცოცხალი პროცესი და არცერთი შესრულება არ ჰგავს ერთმანეთს, ასევეა ჩაწერის პროცესიც.”

 

მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა დავით ხოსიტაშვილმა წიგნი “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც 1 ნოემბერს გაბრიაძის თეატრში გაიმართა. წიგნი ერთგვარი კვლევაა, რომელიც დეტალურად შეისწავლის კლასიკური მუსიკის სტუდიური და საკონცერტო ჩაწერის მრავალმხრივ ასპექტს. 

ტექსტი ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ მხარეებს მიმოიხილავს, რათა მუსიკოსები, ხმის რეჟისორები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები დეტალებში კიდევ უფრო გათვითცნობიერდნენ.   ნაშრომში განხილულია, თუ როგორ შეიძლება მუსიკოსის ემოციური სტაბილურობა და ინტერპრეტაცია გამოვლინდეს სტუდიაში და როგორ უწყობს ხელს ამ პროცესს ტექნოლოგია.

წიგნი სიღრმისეულად განიხილავს, მუსიკოსების ფსიქოლოგიური მზაობის მნიშვნელობას ემოციური სტაბილურობისთვის და კონცენტრაციისთვის. 

ავტორი აღწერს მუსიკის ჩაწერის მეთოდებს, მოსმენის უნარებს, პროფესიულ ურთიერთობებს,  ტექნიკური უსაფრთხოების წესებს და ასევე გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც მაღალი ხარისხის სტუდიურ ჩანაწერს უზრუნველყოფს.

წიგნი “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ ქართულ-ინგლისურ ენაზე გამოიცა და ის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისთვისაც საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემაზე არცთუ ისე ბევრი სიღრმისეული კვლევა არსებობს.

„ასეთი თეორიული კუთხით კლასიკური მუსიკის ჩაწერის პროცესზე მასალა ძალიან ცოტაა. არის უფრო პრაქტიკული რჩევები, მაგრამ აქ უფრო მეტი ფილოსოფიაა –  რატომ კეთდება, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში კლასიკური მუსიკის ჩაწერას, რა განსხვავებაა სასცენო და სტუდიურ ჩანაწერებს შორის, როგორ უნდა შეინარჩუნო ის ემოცია სტუდიაში, რაც პუბლიკასთან ცოცხალ შესრულებას ახლავს, რადგან სტუდიაშიც ცოცხლად უნდა ჟღერდეს ჩანაწერი და არ უნდა იყოს მკვდარი  – აი, ყველა ეს მეთოდი და მიდგომა არის თავმოყრილი და გაერთიანებული ამ წიგნში.“

დავით ხოსიტაშვილის „კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ ტექნიკურ სახელმძღვანელოსთან ერთად სიღრმისეული კვლევაცაა იმაზე, თუ როგორ ერწყმის ადამიანის ემოცია  და ტექნოლოგიები ბგერას, რომ ჩაწერის პროცესი არ არის მხოლოდ მექანიკური აქტივობა, ეს არის სულიერი და ინტელექტუალური მზაობა, სადაც ხმა აზრის მატარებელია.


დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია – Billboard Georgia – ბილბორდ საქართველო

Читайте также:
გულნარა ინანჯის ცხოვრება საზღვრების გარეშე
გულნარა ინანჯის ცხოვრება საზღვრების გარეშე
31.01.24, ЦЕНТР КВАНТОВОГО МЫШЛЕНИЯ
საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა: ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და პერსპექტივები
საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა: ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და პერსპექტივები
15.07.25, КАВКАЗ
ილია II – როგორც ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი - გულნარა ინანჯი
ილია II – როგორც ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი - გულნარა ინანჯი
22.03.26, ЦЕНТР КВАНТОВОГО МЫШЛЕНИЯ
კვანტური ცნობიერების თეორია და კვანტური ფსიქოლოგია
კვანტური ცნობიერების თეორია და კვანტური ფსიქოლოგია
13.03.25, ЦЕНТР КВАНТОВОГО МЫШЛЕНИЯ
როგორია აკაკი წერეთლისა და ნატალია ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟის ისტორია
როგორია აკაკი წერეთლისა და ნატალია ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟის ისტორია
03.06.24, ИСТОРИЯ И ОБЩЕСТВО
რას წერდა კინტოებზე იაკობ გოგებაშვილი
რას წერდა კინტოებზე იაკობ გოგებაშვილი
17.05.22, КУЛЬТУРА
გულნარა ინანჯი: ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს, საქართველომ აზერბაიჯანს მხარი რეალურად და მორალურად დაუჭირა
გულნარა ინანჯი: ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს, საქართველომ აზერბაიჯანს მხარი რეალურად და მორალურად დაუჭირა
04.05.22, АНАЛИТИКА
"ძველი მატრიცებისგან გათავისუფლება" - გულნარა ინანჯი
"ძველი მატრიცებისგან გათავისუფლება" - გულნარა ინანჯი
30.06.22, ЦЕНТР КВАНТОВОГО МЫШЛЕНИЯ / КОНФЕРЕНЦИИ
დამტვრეული მანქანით, მაგრამ სუფთა გულით – აზერბაიჯანელი ახალგაზრდა თურქეთის დასახმარებლად
დამტვრეული მანქანით, მაგრამ სუფთა გულით – აზერბაიჯანელი ახალგაზრდა თურქეთის დასახმარებლად
14.02.23, ИСТОРИЯ И ОБЩЕСТВО