Главная > АНАЛИТИКА > გულნარა ინანჯი: ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს, საქართველომ აზერბაიჯანს მხარი რეალურად და მორალურად დაუჭირა
გულნარა ინანჯი: ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს, საქართველომ აზერბაიჯანს მხარი რეალურად და მორალურად დაუჭირა4-05-2022, 16:33. Разместил: Gulnara.Inanch |
საერთაშორისო ონლაინ ანალიტიკური ცენტრის „ეთნოგლობუსის“ (ethnoglobus.az) დირექტორი, ექსპერტი გულნარა ინანჯი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ, 29 აპრილს საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“-ზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსაც შეეხო. გულნარა ინანჯი ამბობს, რომ ალიევმა კონფერენციაზე აზერბაიჯანსა და საქართველოს კეთილმეზობლობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხო. კერძოდ, ალიევა კონფერენციაზე თქვა, რომ „სომხეთთან 44-დღიანი ომის დროს, რუსეთიდან სომხეთში სატვირთო თვითმფრინავებით იარაღის გადაზიდვა მუდმივად მიმდინარეობდა. ჩვენ მივყევით ამ მარშრუტს – ის მოზდოკიდან და როსტოვიდან იწყებოდა. ქართველ მეგობრებს მივმართეთ საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით და მათ ეს გააკეთეს. ჩვენ ასევე ვთხოვეთ საქართველოს, რუსეთიდან სომხეთში იარაღის სახმელეთო გზით გადატანა აღკვეთილიყო. მათ ასევე სახმელეთო გზაც ჩაკეტეს. ჩვენ ასევე მივმართეთ კასპიის ქვეყნებს – ყაზახეთს, თურქმენეთსა და ირანს, რომ არ დაუშვან იარაღის სომხეთში ტრანსპორტირება მათი ტერიტორიების გავლით. სამწუხაროდ, მათი ტერიტორიები გამოიყენებოდა იარაღის გადასატანად და ეს იარაღი სომხეთში შევიდა“. ექსპერტი ამბობს, რომ “ოფიციალურმა ბაქომ კარგად იცოდა, რომ მოსკოვი სომხეთს იარაღით დაუჭერდა მხარს, როგორც ამას ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონების ოკუპაციის მთელი წლების განმავლობაში აკეთებდა. აზერბაიჯანს არ შეეძლო სომხეთისთვის იარაღის მიწოდება ან მიყიდვა აეკრძალა, მაგრამ შეეძლო მეზობლებისთვის დახმარების მიზნით მიემართა, რაც გაკეთდა. და როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დღეებში მხოლოდ საქართველომ დაგვიჭირა მხარი. გარდა ამისა, საქართველომ ოფიციალურად აუკრძალა სომხური წარმოშობის თავის მოქალაქეებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნიდან გასვლა, ასევე, სომხეთში ნებისმიერი ჰუმანიტარული გადაზიდვებისთვის საზღვარი ჩაიკეტა”. გულნარა ინანჯის თქმით, ომის განმავლობაში ერევანი ცდილობდა, რომ აზერბაიჯანის “განმანთავისუფლებელ ომში კუხო ჩართულიყო, თუმცა ეს არ მოხდა. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თქვა, მათ ეგონათ, რომ რუსული არმია მათი სეპარატიზმის დასაცავად მივიდოდა, მაგრამ ეს არ მოხდა”. “ფაქტია, რომ რუსეთი, როგორც წესი, საომარი მოქმედებების დაწყების საბაბად „საკუთარი მოქალაქეების დაცვას“ იყენებს, როგორც ეს იყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ახლა უკრაინაში მოხდა და უკვე ისევ, შეიძლება იფეთქოს დნესტრისპირეთში. ამ 44-დღიანი ომის შემთხვევაში, ეს ფაქტორი არ არსებობდა და, შესაბამისად, კრემლის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი ომს საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოებს. ბევრ ხალხს აქვს ანდაზა, რომ “მეგობარს უბედურებაში გაიცნობ”. ჩვენმა ომმა აზერბაიჯანის პრიორიტეტები განსაზღვრა და მეზობლების მიმართ ქცევის სტრატეგია. სამამულო ომმა როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის პოზიციები გააძლიერა. მოხარული ვართ, რომ საქართველომ, თურქეთთან, ისრაელთან და პაკისტანთან ერთად, ღიად, პირდაპირ და პოლიტიკური ფლირტის გარეშე დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს”,- ამბობს ექსპერტი. Вернуться назад |