Главная > ЦЕНТР КВАНТОВОГО МЫШЛЕНИЯ > გულნარა ინანჯის ცხოვრება საზღვრების გარეშე

გულნარა ინანჯის ცხოვრება საზღვრების გარეშე


31-01-2024, 18:49. Разместил: Gulnara.Inanch

გულნარა ინანჯიაზერბაიჯანელი ქალბატონი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, არა მარტო საკუთარ სამშობლოში,

 არამედ მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი საერთაშორისო საინფორმაციო ანალიტიკური

 ონლაინცენტრით –  „ეთნოგლობუსი“. სანამ საკუთარ ონლაინცენტრს დააფუძნებდა, 

მარავალწლიანი კარიერის განმავლობაში,  მუშაობდა ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა „ავრასია“, 

ყოველდღიური ამბები“, „აზერბაიჯანისp

სიახლეები“, „სარკე“, აზერბაიჯანის დიპლომატიური

 აკადემიის გამომცემლობა და ა.შ. ის, ასევე,  uცნობილი

 ფსიქოლოგია, ეთნოპოლიტიკის ექსპერტი, ეთნოფსიქოლოგიიბეჭდება სამ ენაზე… 

მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. 

ქართულმა კვირამ“ გადაწყვიტა, უფრო ახლოს გაგაცნოთ ქალბატონი გულნარა 

და გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, რომელიც ცოტათი მონოლოგსაც კი ჰგავს.

-მე გულნარა ინანჯი ვარ. ინანჯი ჩემი ფსევდონიმია. ჩემი გვარი კი მეხტიევაა. ბაქოში დავიბადე, ამირაჯანის დასახლებაში. ვსწავლობდი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ჩემი თავი პედაგოგად ვერ წარმომედგინა. ბავშვობიდან მინდოდა სცენაზე ყოფნა, სიმღერა, ცეკვა, მაგრამ…. ჩემი სისუსტე იყო, რომ დედას წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და მახსოვს, როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში,  ვტიროდი, არ მინდოდა სწავლა, არ ვიცოდი მერე რა უნდა მეკეთებინა… ადრე ასეთი წესი იყო, თუ პირველ კურსზე სამი ორიანი გეყოლებოდა, ავტომატურად გრიცხავდნენ უმაღლესიდან, მე ჩემით ვერ დავანებებდი სწავლას თავს და ამიტომ გადავწყვიტე, არ მესწავლა, უკვე ორი ორიანი მყავდა და მესამე გამოცდაზეც აბსოლუტურად მოუმზადებელი მივედი. პედაგოგმა მითხრა, მე თუ მესამე ორიანს დაგიწერ, შენ გაგაგდებენ და მე ამას არ გავაკეთებო… მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი ბედი იყო და დავიწყე სწავლა. ახლა ცხოვრების მადლობელი ვარ, რომ ამ გზით წავედი, თუმცა პედაგოგად მაინც არ ვიმუშავე, წავედი ჟურნალისტიკაში, ანალიტიკოსი ვარ, ექსპერტი, ვწერ სტატიებს. თუმცა ოცნება ოცნებად დამრჩა, ეს, ალბათ, არასდროს გამივლის, ნებისმიერი ქორწილი სადაც ვცეკვავ და ვმღერი, ჩემთვის სცენაა…

-რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჟურნალისტი ყოფილიყავით?

-როგორც ჟურნალისტს ურთიერთობა მაქვს უამრავ ადამიანთან, ინფორმაციასთან და ამან სულიერად და პიროვნულად გამზარდა, მერე უკვე ფსიქოლოგიით დავინტერესდი, კვანტური ფსიქოლოგიით, ვეხმარებოდი საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, დავეხმარო საკუთარ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავის დავეხმარები….

ხშირად ჩემს თავს ცნობილ ფილოსოფოსს გურჯიევს ვადარებ(ეს ჩემი საყვარელი ავტორია და მე ბევრი რამ ვისწავლე მისი ნაწერებიდან), მან თქვა – ან აკეთე ის, რასაც სხვები არ აკეთებენ, ან არაფერი აკეთო. მე ზუსტად ეს ადამიანი ვარ, მირჩევნია თვეობით არაფერი ვაკეთო, მაგრამ ნახევარი წლის, ან ერთი წლის მერე გავაკეთებ იმას, რაც სხვებს ჯერ არ გაუკეთებიათ, მე ბედის კმაყოფილი ვარ, შინაგანი თავდაჯერებულობა მიბიძგებს რაღაც ახლის კეთებისკენ, ახალი იდეებისკენ. ბევრი რამ პირველად მე გავაკეთე… ჩეჩნეთის ომის დროს ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იყო წასული იქ, მაგრამ მე სხვა ატმოსფერო მოვიტანე ჩემი სტატიებით. წლების მერე მივხვდი, რომ ეს იმ ენერგიის, იმ სიყვარულის შედეგი იყო, რომელსაც ვდებდი მუშაობაში, იმ მასალებში, რომლებსაც ვწერდი. თითქოს განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, მეც ისევე ვწერდი, როგორც სხვები, გაზეთის პირველ ფურცელზე კი კვირაობით მე ვიყავი.  ის, რაც ადვილად მისაღწევია, მოსაწყენია, ჩემი არ არის,  ახლაც ასე ვარ, შეიძლება წელიწადში 2- 3 სტატია დავწერო, მაგრამ ეს სტატიები იქნება საინტერესო, სავსე… მე არ ვამბობ, რომ ეს სწორია, მე სიყვარულით ვკითხულობ ყველაფერს, რაც ყოველდღიურად იბეჭდება, ის ადამიანები, რომლებიც ამ ინფორმაციას წერენ, არაფრით ჩამომივარდებიან მე, უბრალოდ ყველს თავისი გზა აქვს. ჩვენი ცხოვრება სპირალისგან და კიბეებისგან შედგება. ერთი კიბის მერე ავდივართ მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე… ბევრი ადამიანი რჩება პირველ საფეხურზე, მე კი… მე მებრძოლი ვარ, არ ვჩერდები, საკუთარ თავს მოტივაციას ვაძლევ, არ ვფიქრობ ნეგატიურზე, შურიანი არ ვარ, „მტრის“ მიმართაც კი არ გამაჩნია სიძულვილი. მივხვდი, რომ ფსიქოლოგია ჟურნალისტიკაშიც დამეხმარა, ანალიტიკაშიც და უკვე სხვანაირი მასალები წამოვიდა…


-რაში იყო სხვაობა ?

-შევეცდები აგიხსნათ, 2008 წელს მე დავიწყე ჩემი ონლაინ „ ეთნოგლობუსი“, ეს  უნიკალური იყო მაშინ და დღემდე ასეთად რჩება, აქ უამრავი მასალაა სხვადასხვა ხალხზე, ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა მითხრა, რომ თქვენი რესურსი უნიკალურიაო, ასეთი ფორმაცია მსოფლიოში არ არისო, ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეფასება იყო. ფსიქოლოგიით ვისწავლე სტრიქონებს შორის კითხვა, ძირითადად ანალიზს ვწერ, ამისთვის კი საჭიროა დაუმუშავებელი ინფორმაცია და უნდა იცოდე ამ ინფორმაციის სტრიქონებს შორის წაკითხვა, კვანტური ფსიქოლოგია კი მეხმარება უფრო ღრმად ჩავწვდე ყველაფერს. და მე დავიწყე სიტუაციის სხვანაირად დანახვა, სიტყვებით ამის ახსნა ძნელია, მაგრამ შევეცდები. ამ სამყაროში ჩვენ მატრიოშკებს ვგავართ, ჩვენ რაც უფრო მეტად ვთავისუფლდებით გონების დიქტატისგან, მით უფრო ღრმად ვიწყებთ დანახვას და შეგრძნებას. ჩვენი გონება ემოციასთანაა დაკავშირებული,  სული კი გრძნობასთან და ჩვენ ამ დროს ემოციიდან შეგრძნებაში გადავდივართ. ამ დროს ყველა სიტყვას გრძნობ, რისი თქმა უნდოდა ადამიანს და მომავალში რასთან შეიძლება ამან მიგვიყვანოს, მაგრამ აქ ერთი მომენტია, ამან არ უნდა გათქმევინოს, რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ,  ყველაზე კარგი… უარი უნდა უთხრა  ეგოს, ეს ეგოიზმისგან განთავისუფლებაა…

სამწუხაროდ, ცოტა ადამიანი ცდილობს, რომ შეიცვალოს. მეც მქონდა ეს მომენტი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სამყარო ვითარდება და  წინ უნდა წავიდე, ეს ძალიან რთული და ლამაზი თამაშია. ნეგატიური ბლოკებიდან განთავისუფლება მტკივნეულია და სრულიად თავისუფალიც ვერასდროს იქნები, მაგრამ მერე ხვდები, რომ ტკივილი გადის, ცუდ მოგონებებს ივიწყებ….


-შეიძლება ითქვას, რომ თქვენი თამაში იქცა  ცხოვრებად საზღვრების გარეშე?

-რა თქმა უნდა.

-ვხედავ, რომ ძალიან თავდაჯერებული ხართ, იცით რა გინდათ ამ ცხოვრებაში და იცით როგორ იცხოვროთ…

-რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდან  ყოველთვის ვიცოდი, რა იქნებოდა მეორე დღეს, მაგრამ როგორც ყველა ბავშვი, მეც დედის წინააღმდეგ მივდიოდი. ვიცოდი, რომ დედა მართალი იყო, მაგრამ ხშირად მის ჯინაზე იმას ვაკეთებდი, რაც არ შეიძლებოდა, ჩემი მიზანი იყო სცენაზე ვყოფილიყავი, ალბათ, ჩემ თავს ბავშვობიდან ვამზადებდი, რომ ცნობილი ვყოფილიყავი, თავდაჯერებულობა ყოველთვის მქონდა, მეკეთებინა რაღაც ბევრი ადამიანისთვის, ვცდილობდი დედისთვის დამემტკიცებინა, რომ საუკეთესო ვარ და იცით რა არის საკვირველი? –  ვერასდროს ვხვდებოდი, რომ განსაკუთრებულ რამეს ვაკეთებდი, ეს ნორმად მიმაჩნდა. მე  ძალიან დიდხან ვუნდები გადაწყვეტილების მიღებას, ეს სხვათა შორის, აზერბაიჯანული მენტალიტეტია, მაგრამ თუ გადავწყვიტე მორჩა.

-რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ყოფნა საინტერესოა, ალბათ ყველას მოსწონს, რასაც აკეთებთ, მაგრამ, ხშირად, თქვენნაირი ადამიანები არ უყვართ….

-კი… როდესაც პირველად „ეთნოგლობუსი“ გავხსენი და რაღაც საკითხებზე ვწერდი, მკიცხავდნენ, უკვირდათ, მერე, წლები რომ გავიდა, სხვებმაც დაიწყეს ამ საკითხებზე საუბარი, გამოვიდა რომ მე მათ 5 წლით დავასწარი. მე მესმოდა, რომ ეს საჭირო იყო, მაგრამ ირგვლივ არ ესმოდათ… იყო გაღიზიანება, ითვლებოდა, რომ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ვაკეთებდი, მე არ შემეძლო ამეხსნა ამ ადამიანებისთვის, რომ ჩემი რესურსი ქვეყნისთვის საჭირო იყო, მე ნატურით, ჩემი აზროვნებით ძალიან სახელწიფოებრივად ვაზროვნებ, პატივს ვცემ სახელმწიფოს, მაგრამ ამის გამო სხვა სახელმწიფოს არ ვავნებ. როცა დავიწყე ფსიქოლოგიური კონფერენციების ჩატარება, მაგალითად ეთნიკურ საკითხებზე, ბევრს იქ მოსვლის ეშინოდა, რატომ? იმიტომ, რომ არ იცოდნენ, მერე რა იქნებოდა. მე არასდროს ვსპეკულირებდი ამ თემატიკით და ამიტომ ასეთი კონფერენციები მშვიდად მიმდინარეობდა, არასდროს გრანტის გამო ცუდი არ მითქვამს სახელმწიფოზე… ხშირად, ადამიანებს არ ჰყოფნით გამბედაობა პირში გითხრან რას ფიქრობენ შენზე, მაგრამ მე ხომ მესმოდა, რომ ყველა არ იღებდა იმას, რასაც მე ვაკეთებდი და არც არის საჭირო, რომ ყველამ მიიღოს, ყველას უნდა ვუყვარდეთ? – არა ….

-ქალბატონო გულნარა, ძლიერი ქალი ხართ, მაგრამ ხანდახან მაინც ტირით?

-ყოველთვის. ძალიან ხშირად ვტირი, კარგ მუსიკას ვუსმენ – ვტირი, ფილმს ვუყურებ – ვტირი… ცრემლები სისუსტეზე არ მეტყველებს. ამ დროს სული იწმინდება, თავისუფლდება, ბუნებრივი პროცესია.

-როდესმე თქვენს ხასიათს თუ შეუშლია ხელი თქვენთვის?

-კი, იყო ჩემს ცხოვრებაში მომენტები, რასაც ახლა არ გავაკეთებდი. ამპარტავნობა სულისთვის ძალიან ცუდია, ეს ყოველთვის მიშლიდა ხელს, ის ჩემზე წინ იდგა, ახლა ის  წავიდა ჩემგან, თუ გინდა სულიერად იცხოვრო, ამპარტავნების ადგილი იქ არ არის.  ეს არ არის ძალა, ამპარტავნება საშუალებას არ მაძლევდა რაღაც ნაბიჯები გადამედგა, სიმართლე გითხრათ, ის სიტუაცია რომ დაბრუნდეს, როგორ მოვიქცევი, არ ვიცი… მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ამპარტავნება ძალიან ცუდია, სიკეთე არ მოაქვს. ამას როგორც კი დავძლევთ ურო ძლიერები ვხდებით, სული უფრო მოქნილი და რბილი ხდება.

-თქვენ თქვით, რომ მთელი ცხოვრება რაღაც ახალს ეძებდით, სულ ეძებდით და პირად ცხოვრებაში რა იპოვეთ?

-ჯერ კიდევ ვეძებ… ცხოვრებაში ორჯერ მიყვარდა და ეს ღმერთის საჩუქარი იყო. დრო რომ გავიდა, მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა. არ შეიძლება რაღაცას ძალიან მიეჯაჭვო,  მე ამ ურთიერთობას ყველაფერზე წინ ვაყენებდი, თანდათან ვსწავლობ, რომ სიყვარული არ გავაღმერთო. ახლა ვთქვი – უზენაესო, შენ ორჯერ მომეცი ზღაპრული სიყვარული, ახლა ასეთ მესამე სიყვარულს მივიღებ შენგან. მე ჯერ კიდევ მჯერა ზღაპრების… ამას წინ ჩემმა მეგობარმა მკითხა, ნუთუ მართლა გჯერა სიყვარულისო, მთელმა მსოფლიომ რომ თქვას,  რომ ეს თამაშია, მე მაინც მჯერა და ვერავინ გადამარწმუნებს. ღმერთისგან გამოგზავნილი სიყვარულისას მონათესავე სულები ხვდებიან ერთმანეთს.,,

-და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამას მესამეჯერ ისე, როგორც საჭიროა, თუ გეშინიათ, რომ ყველაფერი გამეორდება?

-ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ გამეორდეს, ვსწავლობ… მეშინია თუ არა? – შეიძლება მართლაც მეშინია, მაგრამ ვმუშაობ ამაზე.

– როგორც ვიცი, მალე გვესტუმრებით საქართველოში…

-მე ძალიან მიყვარს საქართველო, როცა იქ ვარ, თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობ, თითქოს სახლში ვარ, მიყვარს ქართული მუსიკა, ქართული ენა, ამ მიწას აქვს რაღაც თბილი და მშობლიური. ქართველებთან გულღიად ვარ, ვიცი, რომ არ მომატყუებენ, ვენდობი ამ ქვეყანას. მინდა ჩემი გეგმები გავაფართოვო და საქართველოშიც ვიმუშაო. მოკლედ დიდი სიყვარულით მოვდივარ და ძალიან მინდა, რომ მშვიდობა და სიმშვიდე გქონდეთ…

კომენტარები

0 კომენტარი


გულნარა ინანჯის ცხოვრება საზღვრების გარეშე – ქართული კვირა (kvira.ge) 

Вернуться назад