Powered by Joomlamaster.org.uatogether with Joomstudio.com.ua

 

                                                                                                                                                                                          Az (1) Ru (1) En (1)

Monday, 29 April 2019 00:00

ჩვენ ვართ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ამ ამაყი ქვეყნის ამაყი მშობლები!

Written by 
Rate this item
(0 votes)

ს. მირზოევი

ირაკლი ოქრუაშვილი ხომ გახსოვთ?! შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის (ერთი კვირით) ექს-მინისტრი. სწორედ მან გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილისთვის ჭკუა დაერიგებინა და მოუყვა, როგორ შეხვდა 2005 წელს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე, სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე, როგორ დაათრო არყით და როგორ შეაშინა, თუ ჩემს სასარგებლოდ არ გადაწყდება საკითხი, სამ დღეში საზღვარზე 500 ათას ლტოლვილს მოგაყენებო. უფრო კონკრეტულად კი: „ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას ვუთხარი, ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი, გამკეთებელი ვარ...“
ანუ, ოქრუაშვილმა პირდაპირ მიანიშნა, საქართველოში მაცხოვრებელ აზერბაინაჯელებს ერთ დღეში ავყრი, სამშობლოდან გამოვყრი და საზღვარზე მოგაყენებო.
სწორედ რომ სამშობლოდან, რადგან აზერბაიჯანელები არაერთი საუკუნეა საქართველოში ცხოვრობენ და საქართველოა მათი სამშობლო. აზერბაიჯანელები უცხოები არ არიან ქართულ მიწაზე და იმაზე არანაკლებ უყვართ ეს ქვეყანა, ვიდრე ქართველებს. აზერბაიჯანელები იმაზე არანაკლებ ცდილობენ საქართველოს წინსვლაში შეიტანონ საკუთარი წვლილი, ვიდრე ქართველებმა. აზერბაიჯანულ სოფლებში არსებული უძველესი სასაფლაოების ქვები საუკუნეებს ითვლის, ჩვენი წინაპრები საქართველოში იბადებოდნენ, საქართველოსთვის ცხოვრობდნენ და საქართველოსთვის კვდებოდნენ. ოქრუაშვილის ნათქვამი კი სეპარატიზმის პირდაპირი გამოვლინებაა...
არარსებულ ცეცხლზე ნავთის დასხმა სცადა შალვა ნათელაშვილმა და ხელისუფლებას გაეროს უშიროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოსთხოვა... აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიისა და ოკუპაციის ფაქტზე. უნდა იცოდეს ნათელაშვილმაც და ყველამ, რომ აზერბაიჯანი არასოდეს განახორციელებს აგრესიას საქართველოზე და არასოდეს მოახდენს მისი ტერიტორიის ოკუპაციას. ზუსტად ისე, როგორც საქართველო არასოდეს იქნება აგრესორი აზერბაიჯანის მიმართ და არასოდეს მოახდენს აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას. რატომ?! იმიტომ, რომ ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ძმობა საუკუნეებს ითვლის და კიდევ მრავალ საუკუნეს დაითვლის...
დიახ, აქ მაცხოვრებელი თითოეული აზერბაიჯანელი ამაყობს იმით, რომ საქართველო მისი სამშობლოა, აქ მაცხოვრებელ თითოეულ აზერბაიჯანელს ტკივა ამ ქვეყნის ტკივილი და უხარია საქართველოს წარმატება. ამას ვერავინ წაშლის და ვერავინ შეცვლის. ჩვენ, საქართველოში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელები ვართ ამ ამაყი ქვეყნის ამაყი შვილები!

 
Read 101 times

LATEST NEWS



Popular news